აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო სამუშაოები სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარეობს და მოიცავს მხოლოდ ბორდიულების შეკეთებას.

აღნიშნული მონაკვეთი ასევე საჭიროებს სანიაღვრე არეხის გაკეთებას, თუმცა როგორც Qartli.ge-ს გორის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბორდიულები კეთდება.

,,აღმაშენებლის ქუჩაზე, ტროტუარების შეკეთება სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში მოსახლეობამ მოითხოვა. სამუშაოებისთვის თანხა 112 000 ლარამდეა გამოყოფილი “, - აღნიშნეს მერიაში.

სამოქალაქო ბიუჯეტი – არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.

წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხრიდან სულ შემოვიდა 167 საპროექტი ინიციატივა, რომლებიც სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ განიხილა.

იხ.ამავე თემაზე: ,,ნიღვარშემკრები" გორის ქუჩებში
სანიაღვრე სისტემა გორში აღმაშენებლის ქუჩაზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები