ბათუმში, 9-11 დეკემბერს, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასი
გათამაშდა.
საქართველოს თასის გამარჯვებულები გახდნენ - თემურ ვანიშვილი (61 კგ),
ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), გენო პეტრიაშვილი (მძიმე).
გათამაშებაზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა ფალავნებმა 3 ოქროს და 5
ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, რაც გუნდური მაჩვენებლით ამ შეჯიბრების
საუკეთესო შედეგი გახლავთ.
ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს - ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), გოდერძი
ძებისაშვილმა (61 კგ), ამირან ვახტანგიშვილმა (65 კგ), კოტე
ხაბალაშვილმა (70 კგ) და დავით ტლაშაძემ (74 კგ).
აღსანიშნავია რომ 8-დან 7 მედალოსანი ნუგზარ სხირელის სახელობის
სკოლის წარმომადგენელია, ხოლო ერთი (ვახტანგიშვილი) შოთა ჩოჩიშვილის
სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა.
სტატიის გამოყენების პირობები