გორთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა
რამდენიმე წუთის წინ გორში, ელექტროფიკაციის დასახლებასთან მიკროავტობუსი ყინულზე მოცურდა და ამოტრიალდა.

ავარიის დროს მიკროავტობუსში შშმ პირები იმყოფებოდნენ.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება ერთმა მგზავრმა მიიღო. დღის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამგზავრო ავტობუსში მძღოლის გარდა, მხოლოდ, ერთი მგზავრი იყო.

ბავშვი მძღოლს დღის ცენტრში გადაჰყავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები