,,თავზე ვედროს ჩამომხობის" საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იკრიბებიან
დღეს, ნაფიცი მსაჯულები სამოქალაქო აქტივისტს გიგა მახარაშვილს მოუსმენენ. გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსის, თემურ მანველიშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდების საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები უკვე შეარჩიეს.

პროცესი გასულ კვირას დაიწყო. თემურ მანველიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის
განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. მუხლის ფორმულირება ასეთია - "პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს."
Print

სტატიის გამოყენების პირობები