დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, 13 დეკემბერს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლო გაიმართება, სადაც პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავენ.

სასამართლო პროცესი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დააკავეს. მას დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევას ედავება და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები