შიდა ქართლში ფულადი ჯილდო 596-მა პედაგოგმა მიიღო
2019 წელს განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა.

საქართველოს მასშტაბით, ფულად ჯილდოზე განაცხადი საერთო ჯამში საპენსიო ასაკის 8 870 მასწავლებელმა გააკეთა. აქედან 2 420 პედაგოგმა სკოლა მეორე ეტაპზე დატოვა.

რეფორმის შედეგად შიდა ქართლის მაშტაბით 596 მასწავლებელმა დატოვა სკოლა. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი მასწავლებელი იმერეთის რეგიონიდან, ხოლო ყველზე ცოტა აფხაზეთიდან გავიდა.

ჯილდოზე განაცხადის მიღება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ჯერზე პროფესიიდან 6 450 საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი, მეორე ეტაპზე კი 2420 პედაგოგი გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ეტაპზე დამატებით გამოყოფილ დროში, რომელიც სამინისტრომ იმ პედაგოგებისთვის გამოყო, რომლებიც მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე იყვნენ გასულები და შედეგებს ელოდებოდნენ, ჯილდოს აღების სურვილი 462-მა პედაგოგმა გამოთქვა.

გთავაზობთ, საპენსიო ჯილდოზე გასული პედაგოგების რაოდენობას რეგიონების მიხედვით:
აფხაზეთი - 31;
აჭარა - 823;
გურია - 415;
თბილისი - 1124;
იმერეთი - 1420;
კახეთი - 1013;
მცხეთა- მთიანეთი - 289;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 228;
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 967;
სამცხე-ჯავახეთი - 681;
ქვემო ქართლი - 1283;
შიდა ქართლი - 596.

Print

სტატიის გამოყენების პირობები