,,ცხოვრება იდიოტისა“ - საჩხერის თეატრი გორში სპექტაკლს გამართავს
6 თებერვალს, გორში, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის დასი სპექტაკლს ,,ცხოვრება იდიოტისა" გამართავს.

ეს ის სპექტაკლია, რომელმაც თეატრალურ ფესტივალზე ორი მთავარი პრიზი საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო მუსიკა მოიპოვა.

"ცხოვრება იდიოტისა" რიუნოსკე აკუტაგავამ სიკვდილამდე ერთი თვით ადრე დაწერა, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. მოთხრობა ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ მისი უძლურების აღსარებაა.

აკუტაგავას გმირებს სცენაზე საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის თეატრის დასი გააცოცხლებს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი მეტონიძე. მუსიკალური გაფორმება, ლიკა დარბაიძე.

სპექტაკლი გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში 18:00 დაიწყება.

იხ. ამავე თემაზე: ,,პაოლოს" სპექტაკლი ,,ფერადი ბუშტები" გორის თეატრში
Print

სტატიის გამოყენების პირობები