გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ საწარმოებს დაფინანსება გაუორმაგდებათ
ბიზნეს საქმიანობას, რომელიც მდებარეობს გამყოფი ზოლის მიმდებარედ “USAID Zrda” დაფინანსებას გაუორმაგებს.

ინფორმაცია Qartli.ge-ს ,,სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენელმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, პროექტ „სტარტაპ საქართველოს" მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda" „საპარტნიორო ფონდისგან" მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.

სტარტპ საქართველოს და პროექტი ზრდას ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოს და მეტი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

ინიციატივის ძირითადი პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ს ოდენობით, დარჩენილ 90%-ს დააფინანსებს სტარტაპ საქართველო შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით, ხოლო პროექტი ზრდა ბენეფიციარს აძლევს შესაძლებლობას აღნიშნული ჯამური თანხა გაუორმაგოს და გადასცეს უსასყიდლო გრანტის სახით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა დამოკიდებულია „USAID Zrda"-ს მიერ გამოყოფილი 500,000 აშშ დოლარის ათვისების პერიოდზე. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ეტაპობრივად.

დღეის მდგომარეობით „USAID Zrda"-ს გრანტის მისაღებად შიდა ქართლის რეგიონიდა წარმოდგენილია 50-მდე განაცხადი.

„საპარტნიორო ფონდისა" და „USAID Zrda"-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსდების მიზნით 2019 წლის 20 სექტემბრიდან ხორციელდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო" ახორციელებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები