ზურაბ რომელაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
6-8 თებერვალს, მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ზურაბ რომელაშვილი (110 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რომელაშვილს შეჯიბრში მონაწილეობა ტრავმირებული ფეხით მოუწია, რომელიც ტურნირამდე რამოდენიმე დღით ადრე ვარჯიშის დროს დაიზიანა.

შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომელაშვილმა ცოტა ხნის წინ ხარკოვში (უკრაინა) გამართულ ლეონიდ დუნაის სახელობის ტურნირზეც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ზურაბ რომელაშვილი 7 წელია ვარჯიშობს და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია, მისი მწვრთნელი არკადი ხინჩეგაშვილი გახლავთ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები