მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს, 10 თებერვალს სრულდება.

ექსტერნატის გამოცდები 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

ამასთან, დამატებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაცია ივლისში იქნება შესაძლებელი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის ვადად 1-დან 5 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები