მესხეთის დრამატული თეატრი გორში სპექტაკლს გამართავს
მესხეთის დრამატული თეატრი გორში, გიორგი ერისთავის თეატრში სპექტაკლებს გამართავს.

20 თებერვალს წარმოდგენილი იქნება - შადიმან შამანაძის ერთმოქმედებიანი სპექტაკლი "ღია შუშაბანდი".

,,ღია შუშაბანდი“- შადიმან შამანაძის 28 წლის წინ დაწერილი პიესაა, რომელიც ოჯახში მძიმე სოციალურ პრობლემებს ეხება.  საერთო გაჭირვების, უმძიმესი სოციალური ფონის მიუხედავად, პერსონაჟები მაქსიმალურად ცდილობენ არ დაკარგონ ადამიანური სახე და ის მთავარი ღირებულებები, რისთვისაც არსებობს ადამიანი ამ ქვეყანად.

სპექტაკლი ,,ღია შუშაბანდი" 19:00 დაიწყება.

21 თებერვალს წარმოდგენილი იქნება - ედუარდ ოლბის "რა მოხდა სამხეცეში"-ს მიხედვით, ფსიქოლოგიური დრამა - "ზოოპარკის ისტორია" (18+).

,,ზოოპარკის ისტორია“ ასახავს ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობას, რომელებიც ეძებენ მონათესავე სულებს, ტანჯავთ უსიყვარულობა და ცდილობენ როგორმე მიაგნონ ყველაზე მთავარს - ცხოვრების აზრს. საოცარი წყურვილი ყველაზე დიდი გრძნობა სიყვარულისა და სიყვარული როგორც გადარჩენის ერთადერთი პირობა. ძალადობა, რომელიც ხშირად დამღუპველი, მაგრამ უცნაურია და შეიძლება განმათავისუფლებელიც კი აღმოჩნდეს.

სპექტაკლი ,,ზოოპარკის ისტორია"  19:00 საათზე დაიწყება და მასზე 18-წლამდე პირები არ დაიშვებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები