საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მეთე პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ, 24 მარტს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააჟღერა.

"უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა, ათივემ ეტაპობირვად მიღებული პასუხების მიხედვით დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე 42 პაციენტიდან 32 განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან სამის შესახებ დღეს, 25 მარტს დილით გახდა ცნობილი. კარანტინის რეჟიმში — 4 055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები