გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით კიდევ 1 პაციენტი გადაიყვანეს
რესპუბლიკური საავადმყოფოდან გუშინ გადმოყვანლი 65-წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში გაივლის.

ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ინფიცირება დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში ამერიკაში მოგზაურობის ისტორიით მოათავსეს.

,,26 მარტის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 46 პაციენტი იმყოფება, აქედან 34 სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პირს, ორის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, ხოლო მესამე, რომელიც გადმოყვანილი იქნა გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან, არის შედარებით რთული და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. მისი ასაკი გახლავთ 60-დან 65 წლამდე, აღენიშნება ცხელება და ზოგადი საერთო სისუსტე, თუმცა ამ ეტაპზე პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციაში, ის მკურნალობას გადის ბოქსირებულ განყოფილებაში. ამ პაციენტის ისტორია არის ამერიკაში მოგზაურობის, საქართველოში ჩამოსვლის დღიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, საიდანაც მოხვდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა კორონავირუსი. ჩვენი ინფორმაციით მის ისტორიაში სოციალური დისტანცია დაცულია. რაც შეეხება გუშინ გაგზავნილი 4 ნიმუშის პასუხიდან, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, დღეიდან აღნიშნულ ვირუსზე შემოწმებას გაივლის გორის სამხედრო ჰოსპიტალში.“-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

26 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 77 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 240-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, პირი, რომელსაც ინფიცირება დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში ამერიკაში მოგზაურობის ისტორიით მოათავსეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები