სოფელ ბობნევში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
სოფელ ბობნევში ორ მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს მომხდარი დაჭრის ფაქტზე, შიდა ქართლის პოლიციამ გუშინ ერთი პირი დააკავა.

შემთხვევა მომდინარე წლის 26 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ფეხში დაიჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა კომენდანტის საათის პერიოდში მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო.

118 - ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშრებულია ჯანმრთელობის ხანგძივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლები დაკარგვით.
ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

236 მუხლის მე-4 ნაწილი
- ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება–ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები