პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517-ია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 12 ადამიანი განიკურნა და ამ დროისთვის 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

,,პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ახალი შემთხვევებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერია, სამი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს და ისინი ბოლნისის კლასტერს წარმოადგენენ, დანარჩენების წყარო დაუდგენელია და მათი მოძიება გრძელდება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთის კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5 153, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.

საქართველოში პირველი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენიდან დღემდე კორონავირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები