საქართველო პირველად საზღვრებს ისრაელთან გახსნის
პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო საზღვარს გახსნის ისრაელი იქნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.

„საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის ამუშავებას. ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ და რამოდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკებები. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება მწვანე კორიდორი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოში მივიღოთ სტუმრები და უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობა. გარდა ამისა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთანაც. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. ჩევნ სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესებს, თუმცა უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები“,- აღნიშნა გახარიამ.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ნაწილი შეზღუდვებისა ეტაპობრივად იხსნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები