თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
თვითდასაქმებულები, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომპენსაციას ელოდებიან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

რეგისტრაციის ინსტრუქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია დღეს 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს. კომპენსაცია დაერიცხებათ, როგორც იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულს, ასევე მათ, ვინც შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდებიან. იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები