გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში კორონავირუსი, 2 დღის წინ, კიდევ 1 ადამიანს დაუდგინდა. ინფიციცირებული 30-წლის ქალია.

აღნიშნულ ფაქტს Qartli.ge-სთან ადასტურებს, გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი.

ინფიცირებული ქალი გორის ჰოსპიტალის იმ მედდის ნათესავია, რომელსაც ვირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

სოფელ ტირძნისის ამბულატორიის ექიმის ხათუნა მამისბედაშვილის ინფორმაციით, 30-წლის ქალი, ოჯახთან ერთად, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის იმ მედდის მაზლის ცოლია, რომელსაც Covid-19 2 კვირის წინ დააუდგინდა. ჩემი ინფორმაციით, ის გადაყვანილი იყო იზოლაციაში. ქალბატონი არის 30 წლამდე",- გვითხრა ხათუნა მამისბედაშვილმა.

შიდა ქართლში ვირუსის ეს უკვე მე-10 შემთხვევაა.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა

გორში ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდან კორონავირუსი მხოლოდ ოჯახის წევრებს დაუდგინდა

ერგვისში დაინფიცირებული მედდის არაპირდაპირ კონტაქტებსაც იკვლევენ

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მედდის შვილებსაც დაუდასტურდა - გუბერნატორი

გორის ჰოსპიტლის ექთნის ირგვლივ კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია - გუბერბატორი


Print

სტატიის გამოყენების პირობები