დღეიდან სილამაზის სალონები იხსნება
დღეიდან საქართველოსს მასშტაბით პანდემიის გამო შემოღებული 4 შეზღუდვა მოიხსნება. ქვეყანაში იქნება ერთით ნაკლები საკარანტინო ზონა, შესაძლებელი ხდება 3 პირზე მეტის შეკრება, თუმცა არაუმეტეს ათისა, იხსნება სალონები და სილამაზის ცენტრები.

საქართველოს სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის, თამუნა შარაშენიძის ინფორმაციით, გახსნამდე ყველა იმ სალონში, რომელიც შესაბამის ვებ გვერდზე დარეგისტრირდა, პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. მისივე თქმით, ყველა სილამაზის სალონს შეუძლია გაიხსნას, თუ შესაბამის წესებს გაითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები