ერთ მანქანაში 3 ადამიანის ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება — გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის
ყოფნის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე დარჩება, სხვა ტრანსპორტზე კი
მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს
სხდომაზე ისაუბრა.
,,ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი კარგად ცნობილი
შეზღუდვა 1 ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ
ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", — თქვა
გიორგი გახარიამ.
სტატიის გამოყენების პირობები