კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება 2 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ის გახლავთ ბოლნისის რაიონის სოფელი მარათიდან.

,,გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩვენ გვყვავდა 794 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, დაემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა გვყვავს 796 დადასტურებული პაციენტი. გმოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 10-ით, გვყვავდა 624 და ამჟმად გვყვავს 634. გამოჯანრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს პროცენტს მიაღწია. ამჟამად კოვიდცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. თითქმის 3-ჯერ ნაკლიებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა, გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან. რამოდენიმე დღის წინ, გვქონდა გარკვეულწილად მატება, ახალი ე.წ. საბურთალოს კლასტერის გაჩენის გამო, რამაც გამოიწვია შიში, რომ შეიძლება გამხდარიყო სიტუაცია უმართავი, მიუხედავად ამისა, დღევანდელი მონაცემებით შეძლება ვთქვათ, რომ კვლავ კონტროლს ემორჩილება ჩვენთან სიტუაცია. მართალია საბურთალოს პირველი შემთხვევის კონტაქტები ბევრია, მაგრამ ყველა მოძიებულია, კარანტინშია გადაყვანილი და ხდება მთი გამოკვლევები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის ყველა ღონისძიება, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაწესდა უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვერიდოთ თავყრილობებს, აუცილებლად პირბადეებით ვიაროთ,"-განაცხადა ჟურნალისტებთან ეზუგბაიამ. 

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 794 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა 12.


Print

სტატიის გამოყენების პირობები