16 ივნისისი დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში
კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. 20 გაიზარდა
გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ
განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და სულ
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
იხ. ამავე თემაზე:
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 67
ნიმუშის პასუხები უარყოფითია
სტატიის გამოყენების პირობები