მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ილია ქურდაძეს პატიმრობა შეეფარდა
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ილია ქურდაძეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 13-დან 17 წლამე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხ. ამავე თემაზე: პოლიციამ სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

Print

სტატიის გამოყენების პირობები