ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლში უკვალოდ 3 ადამიანი გაუჩინარდა
გორსა და ხაშურში დაკარგულ მამაკაცებს პოლიცია და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლში უკვალოდ 3 ადამიანი გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბოლო შემთხვევა 6 დღის წინ მოხდა. ხაშურელი 48 წლის გიორგი შავერდაშვილი სამსახურში წასვლის შემდეგ აღარავის უნახავს. მამაკაცი თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. ახლობლების ინფორმაციით, 6 დღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია მხოლოდ მისი ტელეფონი. ის თბილისში, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ იპოვა და ახლობლებს დაუკავშირდა.



ერთთვიანი ძებნის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიკვლიეს ხაშურის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 71 მამაკაცის კვალს. ის ბოლოს 5 ივნისს, სურამის გზაზე ნახეს.



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გაუჩინარებული 31 წლის კახაბერ ავაზნელი ბოლოს 9 თვის წინ ნახეს. სახლიდან გასული მამაკაცი უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახისთვის უცნობია სად უნდა წასულიყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომრლიც სახლიდან შორს არასდროს მიდიოდა. ნათესავები და ახლობლები გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული მამაკაცის ძებნას განაგრძობენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები