7 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ახლობლები აქციის გამართვას გეგმავენ
გაუჩინარებული  48 წლის მამაკაცის ახლობლები და ნათესავები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას და აქციის გამართვას გეგმავენ, იმ შემთხვევაში თუ 2 დღეში პოლიცია კიდევ ვერ მიაკვლეს გიორგი შავერდაშვილის ადგილსამყოფელს.

ხაშურელი მამაკაცი ოჯახის წევრებმა  ბოლოს 7 დღს წინ სამსახურში წასვლამდე ნახეს. ის თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. 7 დღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი, რომელიც ოჯახის ახლობელმა გლდანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა.

გაუჩინარებული მამაკაცის მამა ზურაბ შავერდაშვილი ამბობს, რომ მის შვილს კონფლიქტი მხოლოდ ყოფილ მეუღლესთან ქონდა.

,,ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანი და წესიერი ბიჭია. კონფლიქტი არავისთან ქონია, ერთადერთი მის ყოფილ მეუღლესთან ქონდა უთანხმოება ბოლო 2 წლის განმავლობაში. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემი შვილი იპოვოს, მაგრამ თუ 2 დღეში კიდევ არ გამოჩნდა, ვგეგმავთ ნათესავებმა ცენტრალური მაგისტრალი გადავკეტოთ და აქცია გავმართოთ. 7 დღის განმავლობაში დაკითხულია ყველა პირი, მათ შორის ტაქსის მძღოლი, რომელმაც ჩემი ბიჭი ხაშურიდან თბილისში წაიყვანა გაუჩინარებამდე. ნაპოვნია ასევე გიორგის მობილური ტელეფონი, ახლობელმა ის გლდანის მე-4 მიკრორაიონში ნახა, სადაც ჩემი ყოფილი რძალი ცხოვრობს,“- გვიყვება ზურაბ შავერდაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები