გაუჩინარებული მამაკაცი თბილისში იპოვეს
7 დღის წინ გაუჩინარებული 48 წლის გიორგი შავერდაშვილი პოლიციამ თბილისში იპოვა.

ინფორმაცია Qartli.ge-ს დაკარგული გიორგი შავერდაშვლის მამამ, ზურაბ შავერდაშვილმა დაუდასტურა.

ზურაბ შავერდაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი პოლიციამ თბილისში, მარჯანიშილის მქუჩაზე, არაფხიზელ მდგომარეობაში იპოვეს:

,,ჩემი შვილი პოლიციამ თბილისში, მარჯანისვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნახეს. ეს დღეები ღამეს ქუჩაში ათენებდა. ჯერ არ მისაუბრია მასთა. მინდა მადლობა გადავუხადო გამომძიებლებს და ხაშურის პოლიციის უფროს ზაალ ტაბატაძეს, ჩემი შვილის პოვნისთვის,"-განაცხადა ზურაბ შავერდაშვილმა.

იხ. ამავე თემაზე:
7 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ახლობლები აქციის გამართვას გეგმავენ
ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლში უკვალოდ 3 ადამიანი გაუჩინარდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები