„ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს.

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს 11:00 საათზე წარადგენს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება კოჯორში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წარდგენის პროცესს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ხელმძღვანელი პირები სრული შემადგენლობით დაესწრებიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიაში წარმოდგენილნი იქნებიან როგორც გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეებიც.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია გუშინ დაამტკიცა.

იხ. ამავე თემაზე:
▶️ დუგლაძე და ხოჯევანიშვილი - ,,ქართული ოცნების" სავარაუდო მაჟორიტარული კანდიდატები შიდა ქართლში
▶️ ბადრი ბასიშვილი და უცნობი ქალი - ოპოზიციის კანდიდატები შიდა ქართლში
Print

სტატიის გამოყენების პირობები