დღეიდან ღია სივრცეში ქორწილისა თუ სხვა რიტუალური ღონისძიებისთვის 100-მდე ადამიანის თავშეყრა ნებადართულია
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერისოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზ დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობის გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები