ავარია გორის გასასვლელთან - არიან გარდაცვლილები
ავარია მოხდა გორის გასასვლელთან. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი მიმართულებით მოძრავ ტრაილერის საბარგულს ,,ნისანის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი, ორი კი მძიმედაა დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები