ავარია გორის შემოსასვლელთან - თხევადი აირის გადამტან სატვირთოს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ავარია მოხდა გორის შემოსასვლელთან. თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ბებია და 4 წლის შვილიშვილი კი ტრავმული დაზიანებებით ,,გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა ავტობანიდან ცხინვალი-კარალეთი-გორის მიმართულებით არსებულ ჩასახვევში მოხდა. სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა ერთი მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები