"პური, ლობიანი და ნაზუქი უფასოდ" - გორელი ქალბატონის დახმარება გაჭირვებულებს
გორში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე თონე 5 და 6 დეკემბერს პურს, ლობიანს და ნაზუქს უფასოდ გასცემს.

პროდუქციის უფასოდ გაცემა ორ დღე გაგრძელდება.

თონის მეპატრონემ ხათუნა ჯაფარიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

,,5 და 6 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან ფარნსვაზის #26 (ყოფილი ძნელაძის ქუჩა) არსებულ თონეში გაიცემა პური, ლობიანი ნიგვზით და უგემრიელესი ნაზუქი. თქვენ გეპატიჟებათ დიდი სიყვარულით ხათო. ეს ყველაფერი გაიცემა უფასოდ.“- წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ჯაფარიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები