კასპში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

დღეს ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მუნიციპალიტეტის პრესსამასახურის ცნობით ახალი ინვენტარით აღჭურვილი ბიბლიოთეკა ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნა, რომელიც წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.

ბიბლიოთეკას კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი და წიგნსაცავი გააჩნია, რომელშიც წიგნადი ფონდი დარგების მიხედვითაა განლაგებული და პატარა მკითხველების ინტერესებსაც ითვალისწინებს.

ბიბლიოთეკა არამარტო სამკითხელო, არამედ დისკუსიის, პოეტების თავშეყრის ადგილიც იქნება, რომელთა მოწვევასაც ეტაპობრივად განვახორციელებთ - განაცხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა.

ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ და თანამშრომლებს აღნიშნული დღე მიულოცეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა, მისმა მოადგილეებმა ჯამბოლატ ქამხაძემ და თეიმურაზ ხიზანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზაქარიაძემ და გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, გაუქმებული ბიბლიოთეკების აღდგენას ეტაპობრივად აპირებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები