საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს მხოლოდ 1-ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 639-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ პაციენტს 4 კონტაქტი ჰყავს, რომლებსაც ვირუსზე განმეორებით იკვლევენ. მისი ინფიცირების წყარო უცნობია და ის საკარანტინე სივრვრციდან გადმოიყვანეს.

12 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი რჩება.

კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები