საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 19-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 671 შეადგენს. მათგან, 15 შემთხვევა გუშინ ღამით, ბოლნისში დადასტურდა.

stopcov.ge მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა დამატებით 10 ადამიანი და ამ დროისთვის კლინიკები სულ 393-მა პაციენტმა დატოვა.

12 ადამიანი კი ამ დაავადებით გარდაიცვალა.

15 მაისისი მონაცემებით, 3873 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, 404-ს კი სტაციონარში აკვირდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები