ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი
დაინფიცირდა და 26 გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი
ინფიცირებული შემთხვევიდან 4-ის კონტაქტები ცნობილია, დანარჩენ ორ
პაციენტთთან კი, ღრმა კვლევები მიმდინარეობს.
16 მაისისი დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 677 ადამიანი,
მათგან გამოჯანმრთელდა 419, ხოლო გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის
რეჟიმში 3 873 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 393.
სტატიის გამოყენების პირობები