ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 მედიცინის მუშაკია
ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 2 მედიცინის მუშაკია.

ინფორმაციას ოსური სააგენტო ,,რესი” ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის, ხელმძღვანელის მოადგილის ანა გაგლოევას განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, Covid-19 ზე 111 ნიმუში იქნა აღებული, მათ შორის 4 ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

,,4 ინფიცირებულიდან 2 რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, ხოლო 2 მედიცინის მუშაკი სოფელ ზნაურის საავადმყოფოდან. რაც მთავარია მათ საავადმყოფოს გარეთ კონტაქტი არავისთან ჰქონიათ”,- განაცხადა გაგლოევამ.

16 მაისის მონაცემებით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 348 ადამიანი იმყოფება. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა შემაკავებელი ზომები 31 მაისამდე გაახანგრძლივა. დახურულია თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, ასევე კრძალულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები