თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას
წყარო ცნობილია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაონდენობა
ინფიცირებულთა რიცხვს 187-ით აჭარბებს.
,,დღეისათვის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 257 დადასტურებული
შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს
შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით ჭარბობს უკვე
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაში მყოფ
პაციენტებს.
6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ცნობილი ბოლნისის წყარო, მეორე 3 არის
ზუგდიდის დადასტურებულთა კონტაქტის შემთხვევები. ყოველ შემთხვევაში,
ისეთი ახალი პაციენტი არ არის, რომ წყარო უცნობი იყოს," - განაცხადა
მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეუგბაიას განცხადებითვე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა
აღარაა კრიტიკული და მისი მდგომარება ინტენსიური სიმძიმით
ფასდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული 18 მაისისი დილის მონაცემები
ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 701
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 432
• მათ შორის გარდაცვლილი - 12
• კარანტინის რეჟიმში - 3890
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები -
3
სტატიის გამოყენების პირობები