25 მაისისი დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების რაოდენობა გუშინდელ დღესთან შედარებით 1-ით გაიზარდა და
731-ს შეადგენს.
ინფექცუირი საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას
თქმით, ერთი ახალი შემთხვევა არის საკარანტინ ზონიდან.
,,დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა და გახდა
- 731. გამოჯანმრთელებული 4 დაგვემატა და გახდა - 526.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის - 72%.
ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს. ერთი ახალი
დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინო ზონიდან და დადასტურებული
შემთხვევის კლასტერია“,-განაცხადა ჟურმალისტებთან ეზუგბაიამ.
stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმშია
3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები