რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 344,481 მიაღწია
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 8,599 და სიკვდილიანობის 153 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 113,299 ადამიანი, ხოლო დაღუპული - 3,541.

მდგომარეობა არ იცვლება მეზობელ თურქეთში. დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის 156,827 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4,340 გარდაცვლილი და 118,694 გამოჯანმრთელებული.

აზერბაიჯანში covid-19-ის 4,112 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2,607 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 49 დაიღუპა.

რაც შეეხება სასომხეთს, 6,661 ინფიცირებულიდან 3,064 გამოჯანმრთელდა და 81 გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 5,503 459, ხოლო გამოჯანმრთელებული 2,303,631 ადამიანია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები