საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი
27 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 735-ს მიაღწია.

20 ადამიანით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საერთო რაოდენობამ 557-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 12 ადამიანია. კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
Print

სტატიის გამოყენების პირობები