საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 600-მდე გაიზარდა
30 მაისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-მდე გაიზარდა.

24 ახალი გამოჯანმრთელებული დაემატა და 600-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის ბოლნისის ცნობილი წყაროს კლასტერი, ხოლო დანარჩენი 9 არის 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.

,,გუშინდელის შემდეგ 11-ით გაიზარდა დადასტურებული შემთხვევა. იყო 746 და ახლა გვყვავს 757 დადასტურებული კოვიდ-პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც მნიშვნელოვნად მოიმატა, იყო 576 და ახლა გვყვავს 600 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ მონაცემების შეჯერებით ახლა 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 11 დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისისი ცნობილი წყაროა, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის წყაროები. კვლევა გრძელდება,"-განაცხადა ჟურნალისტებთან ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 250 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები