კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც
მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ლევან გოფოძის ინფორმაციით,
გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ მუშევანიდანაა, ის კრიტიკულად მძიმე
პაციენტი იყო.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა,
აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.
სტატიის გამოყენების პირობები