საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ ინპორტირებული. ამ ოთხიდან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი კი საკარანტინო ზონაში დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი. 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3903 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 202.
Print

სტატიის გამოყენების პირობები