საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4425 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 222.
Print

სტატიის გამოყენების პირობები