საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 არის საკარანტინო სივრციდან და სამივე მათგანი არის ინპორტორებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირები.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

.
Print

სტატიის გამოყენების პირობები