ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა
9-ით გაიზარდა და 995-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge
ცოტა ხნის წინ განახლდა.
მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და
ის კვლავ 857-ია.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5,001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 219.
სტატიის გამოყენების პირობები