საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით მე-16 გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მიერ შექმნილი საიტის StopCov.ge-ის მონაცმებეის თანახმად ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 1039 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთლედა 900 პაციენტი, და გარდაიცვალა 16. კარანტინის რეჟიმში ამ დროის მონაცემებით 5534 ადამიანია მოთავსებული სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267.
Print

სტატიის გამოყენების პირობები