საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ
განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის
1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი –
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 267.
სტატიის გამოყენების პირობები