საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდასტურდა, 4 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდგინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge გავრცელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები