საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
912-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
Print

სტატიის გამოყენების პირობები